RAF Georgia-ს ორთაბრძოლები თბილისში

12:26, 11.07.2026

ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF დღეს თბილისში ღონისძიებას ჩაატარებს, სადაც ხუთ ქართველ მებრძოლსაც ვიხილავთ. ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს საუკეთესო 24 სპორტსმენი მიიღებს, მათ შორის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები.

გუშინ სასტუმრო პულმანში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ქართველმა და უცხოელმა სპორტსმენებმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს. „RAF Georgia“-ს ორთაბრძოლები „თბილისი არენაზე“ 20:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიებაზე მთავარი შეხვედრა მერაბ დვალიშვილსა და ჰენრი სეხუდოს შორის შედგება.

მსგავსი