„RAF Georgia“-ს ღონისძიება თბილისში

18:29, 11.07.2026

ორ საათზე ნაკლები განსაკუთრებულ სპორტულ სანახაობამდე – ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF დღეს თბილისში ღონისძიებას ჩაატარებს, სადაც ხუთ ქართველ მებრძოლსაც ვიხილავთ. ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს საუკეთესო 24 სპორტსმენი მიიღებს, მათ შორის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები.

„RAF Georgia“-ს ორთაბრძოლები „თბილისი არენაზე“ 20:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიებაზე მთავარი შეხვედრა მერაბ დვალიშვილსა და ჰენრი სეხუდოს შორის შედგება.

„თბილისი არენასა“ და ნიკა ბერაძეს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში, რომელიც გვეტყვის, როგორია მოლოდინები და გულშემატკივრების განწყობები სანახაობრივი სპორტული ღონისძების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

მსგავსი