რა საკითხები განიხილეს „დიდი შვიდიანის“ სამიტის ფარგლებში შეკრებილებმა

„დიდი შვიდიანის“ რიგით 44-ე სამიტის ფარგლებში, კვებეკში შეკრებილმა შვიდი ქვეყნის ლიდერმა, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა მრგვალ მაგიდასთან სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს. ევროკავშირის წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილება ამერიკული ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე გაზრდილი ტარიფების გამო არ დამალეს.

დონალდ ტრამპთან რამდენიმე გლობალურ საკითხზე მწვავე დებატებს გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მათი პირველი შეხვედრა უკვე შედგა. ამას წინ უსწრებდა ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ „დიდი შვიდიანის სამიტს“ რუსეთის წარმომადგენელიც უნდა დაესწროს, რასაც დანარჩენი ქვეყნების ლიდერები, გარდა იტალიის პრემიერ-მინისტრისა, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.