„პუტინს სურს კიევმა დათმოს კონტროლი მთელ დონბასზე“ – როგორც საერთაშორისო მედია წერს, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი და ევროპელი ლიდერები ტრამპს იმ დროს ესაუბრნენ, როდესაც ის ალასკიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, პუტინი მზადაა ფრონტის ხაზი გაყინოს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, ასევე გავიდეს სუმისა და ხარკოვის დაკავებული რაიონებიდან, თუ უკრაინა სრულად გაიყვანს თავის ძალებს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან, რაც ზელენსკიმ გამორიცხა. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ალასკაზე მდებარე სამხედრო ბაზაზე პარასკევს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიწვია უკრაინის ლიდერი. ოვალურ კაბინეტში მათი მოლაპარაკებები ხვალ არის დაგეგმილი. გავრცელებული ცნობებით, დონალდ და ზელენსკის შეხვედრაზე ვაშინგტონში ასევე მიწვეული არიან ევროპელი ლიდერებიც.
ჯერ გაურკვეველია, ვინ დაესწრება შეხვედრას.