ქვემძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე რომან დოლიძე თბილისშია

18:28, 29.07.2019

აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ქვემძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე რომან დოლიძე თბილისშია.

სპორტსმენმა ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. მან საკუთარ კონტრაქტზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

რომან დოლიძემ „იუ-ეფ-სი-სთან“ კონტრაქტი შვიდი თვის წინ გააფორმა. მებრძოლი ახლა პირველი მეტოქის მოლოდინშია.

მსგავსი