ქუთაისში მშენებარე კორპუსზე კონსტრუქცია ჩამოიშალა
ქუთაისში მშენებარე კორპუსზე კონსტრუქცია ჩამოიშალა. გარდაიცვალა ხელოსანი. მისი ცხედარი უკვე გადაასვენეს პროზექტურაში. შემთხვევა იოსელიანის ქუჩაზე მოხდა. ტერიტორიაზე პოლიცია აგრძელებს მუშაობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით.