ქუთაისში მოედანზე კვარაცხელიასთან გულშემატკივარი შევარდა და სელფი გადაიღო [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრაში კურიოზული ფაქტი მოხდა – ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ გულშემატკივარი მოედანზე შევარდა და სურათი გადაიღო.

ეს ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში მოხდა, სადაც ქუთაისის „ტორპედომ“ მოქმედ ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა.

59-ე წუთზე მოედანზე გულშემატკივარი შევარდა და ბათუმელთა თავდამსხმელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან სელფი გადაიღო.

ყველაზე სახალისო ის იყო, რომ კვარაცხელიას ფანმა მოედანი ისე დატოვა, ხელი არავის შეუშლია. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, კვარაცხელიამ „ტორპესოსთანაც“ გაიტანა და 4 მატჩში 3 გოლი დააგროვა.