ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივარი წარმოებაში კვლავ არ მიიღო. ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო კოლეგია არ შევიდა საკითხის განხილვაში, დაუშვებლად ცნო ინტერესების დამცველის საჩივარი. მისივე თქმით, მოსამართლე ვერა დოლიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო და რეპრესიულია.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარემ, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძვლად, საჩივარში ახალი გარემოებები წარადგინა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ, აღნიშნულ გარემოებებზე არ იმსჯელა.ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი 12 იანვარს დააკავეს.