ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

12:08, 15.12.2018

სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ის ზესტაფონში აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ის ძმასთან, უცხოეთში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდთან – ფრიდონ სულაქველიძესთან ერთად „ქურდულ გარჩევებში“ მონაწილეობდა.

ძმები  ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრებს დავალებებს აძლევდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. დაკავებული 18 ივნისიდან იძებნებოდა. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა. ამჟამად, დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

 

მსგავსი