ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. თბილისში სამართალდამცველებმა 2003 წელს დაბადებული მოზარდი აიყვანეს. მას გამოძიება ორი მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვას ედავება.

გამოძიების ცნობით, ნივთმტკიცებად არის ამოღებული ნაქურდალი ნივთები. დაკავებულს ქურდობის მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.