ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავეს

15:30, 03.12.2025

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავა – შემთხვევა ფოთის ეკონომიკურ ზონაში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს. ბრალდებულმა, კონკურენტი იმპორტიორი კომპანიების შესახებ სამსახურებრივ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ფულადი თანხა ჯამში 1 000 აშშ დოლარის ოდენობით. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მსგავსი