ქრთამის აღებაში დახმარებისთვის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარებისთვის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავა. საქმეში წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეც ფიგურირებს, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ აიყვანეს. ის საქმეში მთავარი ფიგურანტია.
რა სამხილები აქვს გამოძიებას, კონკრეტულად რას ედავებიან თეიმურაზ ჩოჩუას, ამას ვაკო ორმოცაძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება.