ქრისტეშობის დღესასწაული ბეთლემში

12:15, 07.01.2026

ქრისტიანული სამყაროს ნაწილმა შობა დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ბეთლემში აღნიშნა. ბეთლემში საშობაო წირვა, ტრადიციულად, იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა, თეოფილე მესამემ აღავლინა. მანამდე მორწმუნეები და მომლოცველები შობის ტაძრის გარეთ შეიკრიბნენ, სადაც პატრიარქის მოლოდინში მსვლელობა გაიმართა. 7 იანვარს შობას აღნიშნავს ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია, ასევე ქართული, რუსული და სერბული ეკლესიები.

მსგავსი