ქემოკლიძის საქმე – გამოკითხვა სასამართლოში
საქალაქო სასამართლოში იმყოფება გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი, რომელიც მაგისტრატი მოსამართლის თანხლებით იკითხება გიორგი ბაჩიაშვილის სავარაუდო ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ქემოკლიძე, გამოძიების მტკიცებით, დაკავშირებული იყო ბაჩიაშვილთან და მათ ერთად დაგეგმეს მისი ცემის ინსცენირება.
გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, ქემოკლიძის ბრძანებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეომასალა წაიშალა. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა მედიასთან საუბრისას უარყო რაიმე სახის ჩართულობა ამ საქმეში და განაცხადა, რომ გიორგი ქემოკლიძეს არ იცნობს და არც შეხვედრია.