ქედაში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ
ქედაში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულებს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. სასამართლო პროცესი ბათუმში 14:00 საათზე დაიწყება. ბრალი სამ პირს აქვს წარდგენილი. სამივე მათგანი თურქეთის მოქალაქეა. ისინი დუმილის უფლებას ინარჩუნებენ. გამოძიების ინფორმაციით, კერძო კომპანიას კარიერზე აფეთქების ნებართვა არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქედაში მომხდარს ექვსი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სახლი, სადაც მოზარდი დაიღუპა, კარიერიდან 100 მეტრში მდებარეობს. ბავშვი აფეთქებითი სამუშაოების დროს გასროლილმა ქვამ იმსხვერპლა.