ქართველი ნიჩბოსნის წარმატება

15:40, 04.09.2022

 ქართველმა ნიჩბოსანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა. ალექსანდრე წივწივაძემ, რომელიც მოქმედი ჩემპიონი იყო, 18 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა 500-მეტრიანი დისტანცია წუთსა და 53 წამში დაფარა, ტიტული შეინარჩუნა და უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.

მსგავსი