ძიუდოისტების საპროტესტო აქცია დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული ძიუდოს ნაკრების წევრები პროტესტს განაგრძობენ. სპორტსმენები საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მოთხოვნას არ ცვლიან. ამასთან, ისინი დავით ქევხიშვილს, მედიის თანდასწრებით, საჯარო შეხვედრას სთავაზობენ.

შეხვედრის მსგავსი ფორმატი და საპროტესტო აქციები მიუღებელია თავად ქევხიშვილისთვის, ის ბრალდებებს უარყოფს  და საპასუხოდ 10 მაისს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობას აანონსებს, სადაც ანგარიშის წარდგენას და პრობლემურ საკითხებზე საუბარს გეგმავს.

ურთიერთბრალდებები და დაირპირებულ მხარეთა გეგმები გეგი კიკაბიძის სიუჟეტში.