ქართველები რაგბის მსოფლიო თასის გათამაშებაზე

„ბორჯღალოსნები“ იაპონიაში, რაგბის მსოფლიო თასის გათამაშებაზე გააცილეს. ღონისძიებას განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ასევე საქართველოში იაპონიის ელჩი ესწრებოდა. ჩვენი ნაკრები 3 სექტემბერს შოტლანდიაში მიემგზავრება, სადაც კვლავ შოტლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ქართველი „ბორჯღალოსნები“ იაპონიაში მსოფლიო თასის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს.