„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა 

15:13, 16.01.2026

„ქართული ოცნება“ BBC-სგან პასუხს ითხოვს. ოფიციალურად გაგზავნილი საჩივარი პოლიტიკური შეფასებების თემაა. საუბარია BBC-ის ფილმზე, სადაც საქართველოში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ არის საუბარი.

„ქართული ოცნების“ ცნობით, საჩივარში საუბარია, რომ „ქართული ოცნების“ მისამართით გავრცელებული ტყუილები მიზნად ისახავდა თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე. სახელისუფლებო გუნდი იმედს გამოთქვამს, რომ BBC აღიარებს თავის შეცდომას და ბოდიშს მოიხდის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით კი ქიმიური მოწამვლის სკანდალი რეაგირების გარეშე არ დარჩება, რადგან სუს-ის გამოძიებით ვერაფერი დადგინდა და მათთვის სრულიად გაუგებარი დასკვნები დაიდო. ოპოზიცია თვლის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით აუცილებელია, საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს.

მსგავსი