„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის კომენტარი

კიდევ ერთი თემა, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან ისაუბრა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, ზურაბ ადეიშვილის მიერ ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართული შეხვედრები იყო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მას კრიმინალი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ევროპის კონკრეტული სამსახურები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.