„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი – შეფასებები

12:06, 17.10.2026

„ნაციონალური მოძრაობა“, „ახლები“, „ლელო“, „საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“ – ზუსტად ოთხ დღეში საკონსტიტუციო სასამართლოში შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი, სამი დღის განმავლობაში, ხუთი პოლიტიკური სუბიექტის კანონგარეშედ გამოცხადებასთან დაკავშირებით იმსჯელებს. პირველი სხდომა 21 ოქტომბერს გაიმართება.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო დავას საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის გადამწყვეტ ბრძოლას უწოდებს და აცხადებს, რომ ამ  პროცესებში აუცილებლად ჩაერთვება, პარალელურად კი საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებს. პროცესში ჩართვას და სამართლებრივ დავას აპირებს პარტია „ლელოც“. სხდომაზე დასწრებას აპირებს კოალიცია „ცვლილებებისთვისაც“.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მათ ოპონენტებს არანაირი შანსი არ აქვთ: არც არჩევნებში, არც პარლამენტში არც ქუჩასა და არც საკონსტიტუციო სასამართლოში.

მსგავსი