„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი 

მმართველი გუნდი, „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირაში მიმართავს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნულ სარჩელს დღეს უმრავლესობის სხდომაზე განიხილავენ, იმსჯელებენ, რა ფორმით და შინაარსით იქნება სარჩელი მომზადებული და ასევე, რომელ პარტიებსა და ინდივიდებს შეეხება. ამის შემდეგ კი ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სარჩელის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებაა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სარჩელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მოამზადეს. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული სარჩელი, მწვავე კრიტიკის საგანია „ნაციონალურ მოძრაობაში“.