„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი

12:03, 20.04.2026

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოდან ძველ კონსტიტუციურ სარჩელს გამოითხოვს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით იყო შეტანილი.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით პარტიების ჩამონათვალი გაიზრდება და თუ თავდაპირველ სარჩელში იყო სამი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო“, მათ რიგებს „ფედერალისტები“ დაემატება.

მსგავსი