„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს – შეფასება

12:07, 29.09.2025

„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის მზადება ისევ შეფასებების თემაა. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი გუნდის დამხმარე რგოლია და რეალურად მათი გაუქმება არ სურს. „ქართული ოცნება“ კი წინა ხელისუფლების მიერ ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე საუბრობს და თვლის, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი ისტორიულია და კარგად ასახავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებებს.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე იურისტთა ჯგუფი მოამზადებს დოკუმენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.

 

მსგავსი