„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ – შალვა პაპუაშვილის განცხადება
„აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი. არ ვიცი, რა პირით გვესაუბრებიან ხოლმე ჩვენ რაიმე მართლმსაჯულების თუ სამართლებრივ პროცედურებზე,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა იმ სარჩელზე საუბრისას, რომელსაც „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ მესამედ შეიტანს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, დიდ ბრიტანეთში მსხვერპლის მიმართ მტრული კანონმდებლობაა. მოსარჩელე ითხოვს, ბრიტანულმა მაუწყებელმა აღიაროს დეზინფორმაციის გავრცელება და პლატფორმიდან აიღოს სადავო მასალა. საუბარია BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმზე, რომლის მიხედვითაც, თბილისში აქციებისას აკრძალული ქიმიური ნივთიერება იქნა გამოყენებული.