ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი

თბილისში პირველი ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა. ორი დღის განმავლობაში ფორუმზე სამართლის დარგში აქტუალური პრობლემები და გამოწვევები განიხილეს. სპეციალური სესია კი ევროკავშირის სამართლის რეგულაციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის საკითხს დაეთმო. ფორუმის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ფორუმის მიმდინარეობისას გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება ორივე მხარისთვის სასარგებლო აღმოჩნდა და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც დაუჭირონ მხარი საქართველოსა და ჩეხეთს შორის სამართლებრივი პლატფორმის განვითარებას.