ქარიშხალი „დორიანი“ უმაღლეს, მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა

ქარიშხალი „დორიანი უმაღლეს, მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა. როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, პოტენციურად კატასტროფული სტიქია დღეს ბაჰამის კუნძულებს გადაუვლის. საფრთხე ემუქრება ასევე ფლორიდას, სამხრეთ კაროლინასა და ჯორჯიას. საგანგებო მდგომაროება და განგაში ამ შტატებში უკვე გამოაცხადეს.