ქალს, რომელიც საპატრულო პოლიციის მანქანაზე ავიდა, პატიმრობა შეეფარდა
ქალს, რომელიც საპატრულო პოლიციის მანქანაზე ავიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. თამარ ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესიც გვიან ღამით დასრულდა. მას გამოძიება ძალადობასა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას ედავება.
შემთხვევა 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო. ასევე, პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს თავს დაესხა საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ავიდა მის სახურავზე და განზრახ დააზიანა. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.