პუტინი ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა

12:18, 06.12.2022

ვლადიმირ პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა და ქერჩის აღდგენილ ხიდზე ავტომობილით გაისეირნა. ხიდი, რომლითაც პუტინმა უკრაინული ტერიტორია რუსეთს დაუკავშირა, ოქტომბერში უკრაინულმა ძალებმა დაბომბეს. თუმცა, ოფიციალურად პასუხისმგებლობა კიევს არ აუღია. პუტინი ქერჩის ხიდზე ვიცე-პრემიერთან ერთად იმყოფებოდა და აღდგენილი ფრაგმენტები დაათვალიერა.

მსგავსი