პროტესტი ირანში – ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა

12:03, 12.01.2026

გლოვა ირანში – 544 გარდაცვლილი და 1 060 დაკავებული. ქვეყანაში აქციები გრძელდება. დაღუპულებს შორის 500-ზე მეტი აქტივისტია – წერს აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი სააგენტო. უკვე 84 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

ირანმა საპროტესტო აქციებისას დაღუპულთა პატივსაცემად სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ამასთან, დღეს ირანში ხელისუფლების მხარდამჭერების კონტრაქცია გაიმართება. ქვეყანაში დემონსტრაციები უკვე მე-15 დღეა მიმდინარეობს. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ.

 

მსგავსი