პროტესტი ბათუმში
საპროტესტო აქცია ბათუმში 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოს წინ პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა კარვებში უკვე მეხუთე ღამე გაათენეს. მათი მოთხოვნები უცვლელია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები. კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა – ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მე-23 დღეა, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს.