პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო

12:20, 16.09.2026

პროკურატურის მიერ გამოცხადებული სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო. აბარებენ სპეციალიზაციის ტესტირებას. მონაწილეობას 1008 სტაჟიორობის კანდიდატი იღებს. მეორე ეტაპი ელექტრონულად ტარდება და კონკურსანტებს 4 საათი აქვთ 100 ტესტური დავალების საპასუხოდ, გამსვლელი ქულა 75-ია.

სტაჟიორთა კონკურსი სამ ეტაპიანია. პირველი ეტაპი აპლიკაციების გადარჩევა, მეორე ეტაპი – ტესტირება, ხოლო მესამე ეტაპი გასაუბრებაა. წარმატებული კანდიდატები ორთვიანი მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს პროკურატურაში პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით სტაჟიორებად დაინიშნებიან.

მსგავსი