პროკურატურის მიმართვა პარლამენტს

კანონის წინაშე ყველა თანასწორია – ასე აფასებენ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ხელისუფლებაში. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რომ პოლიტიკური პროცესის და მართლმსაჯულების ერთმანეთში არევა არ უნდა მოხდეს და პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია, ის არავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ნიკა მელიას საქმეს დილემას უწოდებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ ნიკა მელიას ქვეყნის ღირსების დაცვის გამო ასამართლებენ.

როგორც ცნობილია, ნიკა მელიამ გირაოს თანხა არ გადაიხადა, შესაბამისად, პროკურატურის მიმართვაზე, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული იყოს აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ზომა, პარლამენტი გადაწყვეტილებას ხუთდღიანი განხილვის შემდეგ მიიღებს.