პროკურატურამ გიორგი სულაშვილი დაზარალებულად ცნო

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პროკურატურამ კიდევ ერთი პირი, გიორგი სულაშვილი დაზარალებულად ცნო. გადაწყვეტილება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ მიიღეს.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება – გამოკითხულია 700-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის  შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.