პროკურატურამ 11 პირს ბრალი წარუდგინა

ე.წ. ქოლცენტრების ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ 11 ბრალდებული წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, 11 პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩამოერთვათ 2 625 263 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება და ფულადი თანხები.