პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტაციას სწავლობს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დაკითხვის შემდეგ, პროკურატურა ახლა ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტაციას სწავლობს. შესაბამის მასალაზე მოთხოვნა უწყებაში უკვე გაიგზავნა. მიმდინარე პროცესს ადასტურებენ ეკონომიკის სამინისტროშიც და მოთხოვნილი კონკრეტული დოკუმენტაციის შესახებ დაწვრილებით ოფიციალურ განცხადებაში წერენ. უწყებაში საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნასაც გამოთქვამენ.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუმცა, ადასტურებენ, რომ გამოძიების მიზნით, სხვადასხვა საპროცესო მოქმედებები აქტიურად ხორციელდება.

მიმდინარე პროცესს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. კომენტარებს საკანონმდებლო ორგანოში აკეთებენ.