პროფესიული კრივის საღამო  თბილისში

თბილისში პროფესიული კრივის საღამო გაიმართა. მოეწყო მსოფლიოს კრივის ფედერაციის სარეიტინგო ბრძოლები, საქართველოს ჩემპიონის ქამრის გათამაშება და მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის 12-რაუნდიანი ბრძოლა. მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად 72 კგ წონით კატეგორიაში გივი თოდუა რინგზე ტაილანდელ სპორტსმენს შეხვდა. ბრძოლა ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი, თბილისის მერი და ლეგენდარული მოკრივე, ლენოქს ლუისი დაესწრნენ. პროფესიული კრივის საღამო საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.