პროფესიული დღის მილოცვა
იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. პაატა სალიამ საქმიანობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თანამშრომლებს სპეციალური სახელმწიფო წოდება მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გამოუცხადა. ღონისძიების ფარგლებში, მინისტრმა აღსრულების პოლიციის სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობაც დაათვალიერა.