პროფესიული დღე 112-ში
112 პროფესიულ დღეს აღნიშნავს. თარიღის აღსანიშნავად, ცენტრის ეფექტიან მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ. მათ მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცა. 112-ის დღე 2009 წლიდან, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.