პროექტი „გახდი მრბოლელი“

12:25, 10.03.2025

„გახდი მრბოლელი“ – სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ახალი პროექტი დაიწყო. პირველ ტურში მონაწილეობა 14-დან 17 წლამდე ასაკის 60-მა მრბოლელმა მიიღო. გამოვლინდა 20 საუკეთესო მრბოლელი, რომლებიც მეორე ტურში იასპარეზებენ. მომდევნო ეტაპზე რვა გამარჯვებული მრბოლელი გამოვლინდება. კარტინგის ხელშეწყობის მიზნით, საავტომობილო სპორტის ფედერაციას წინა წელს 12 ერთეული კარტინგი გადაეცა.

მსგავსი