პროცესი სააპელაციო სასამართლოში
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის ბრალდების საქმეზე, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. ჭიჭინაძის ადვოკატის თქმით, აქცენტი გაკეთდება მსჯავრდებულების უდანაშაულობაზე და გამამართლებელ განაჩენს მოითხოვენ. პროკურატურამ უკვე თქვა დასკვნითი სიტყვა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების, ორწლიანი პატიმრობის დამძიმება მოითხოვა.