პრეზიდენტმა მსჯავრდებულები შეიწყალა

18:09, 23.04.2022

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რვა მსჯავრდებული შეიწყალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რვა მსჯავრდებული შეიწყალა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი