პრეზიდენტის შეწყალებულების საქმე

საპრეზიდენტო შეწყალების კიდევ ერთი სკანდალი. მოხვდა თუ არა სალომე ზურაბიშვილის მიერ გათავისუფლებულ მსჯავრდებულებს შორის არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით დაკავებული პირი. ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „რადიო თავისუფლებამ“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შეწყალების აქტები გამოთხოვა და შემდეგ გამოაქვეყნა.

მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი კვლავ უცნობია, პრეზიდენტს განმარტება არც ამჯერად გაუკეთებია, საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი კი საერთო კითხვებზე სალომე ზურაბიშვილის პასუხს ელოდება.