პრეზიდენტის შეწყალების ახალი წესები უკვე ცნობილია

პრეზიდენტის შეწყალების ახალი წესები უკვე ცნობილია, თუმცა როდის შეიწყალებს პრეზიდენტი მსჯავრდებულებს, ჯერ უცნობია. ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ პირებმა, რომლებმაც 2028 წლამდე მიმართეს პრეზიდენტს, განცხადება ხელახლა უნდა შეიტანონ. შეწყალების ახალი წესის მე-5 მუხლის მიხედვით, პირის შეწყალების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს პრეზიდენტი, საჭიროების შემთხვევაში, გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა ან/და დარგის სპეციალისტებთან.

ახალი წესის მიხედვით, უვადო მსჯავრდებულების საქმეები საქართველოს პრეზიდენტს იმ შემთხვევაში წარედგინება, თუკი უვადო მსჯავრდებულს 20 წელი აქვს მოხდილი. განსაკუთრებით მძიმე ან მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებულებმა კი პრეზიდენტს საპატიმროში სასჯელის ვადის 2/3-ის ამოწურვის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ შეწყალების თხოვნით.