პრეზიდენტის შეთავაზება – შეფასებები

15:14, 07.07.2025

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების მისამართით, ისევ შეფასებების თემაა. ოპოზიციონერები ამ წინადადებაზე უარს ამბობენ და აღნიშნულ ნაბიჯს ღია შანტაჟს უწოდებენ. მმართველ გუნდში კი საქართველოს პრეზიდენტის  შეთავაზებას მნიშვნელოვანს და სახელმწიფოებრივ ნაბიჯს უწოდებენ.

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას სთავაზობს შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართონ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვან. პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ამ შემთხვევაში, შეწყალების აქტს დაუყოვნებლივ გამოსცემს.

ამ დროისთვის პატიმრობაში რვა პოლიტიკოსი იმყოფება, მათ საქალაქო სასამართლომ 8 თვემდე პატიმრობა შეუფარდა და თანამდებობის ორი წლით დაკავება აუკრძალა. პარტიების ლიდერებს ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევა და პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს შეთავაზება არ ეხება მიხეილ სააკაშვილს.

მსგავსი