პრეზიდენტის სამძიმარი

საქართველოს პრეზიდენტი ჩარლი კირკის მკვლელობას ეხმაურება. შემზარავია ჩარლი კირკის მკვლელობა, რომელიც ცალსახაა, უკავშირდება მის კონსერვატიულ შეხედულებებს, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკასა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩარლი კირკი არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მსხვერპლი. კიდევ უფრო შემზარავია ის ცინიკური შეფასებები, რაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრებს აქვთ ამ საშინელი ფაქტის მიმართ.

ჩარლი კირკის მკვლელობის თანამონაწილეა ყველა ის ადამიანი, რომელიც ახალისებს ძალადობას, მიუღებელი აზრის დევნას და ცდილობს, დანერგოს და გაავრცელოს თავსმოხვეული, მახინჯი იდეოლოგია. გამძლეობას ვუსურვებ ჩარლი კირკის ოჯახსა და ახლობლებს.

ჩარლი კირკის მკვლელობა