პრეზიდენტის იმპიჩმენტი სამხრეთ კორეაში

სამხრეთ კორეაში პარლამენტმა პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, თუმცა სრული პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომაც უნდა განიხილოს. მანამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერ-მინისტრი იქნება. მმართველმა პარტიამ იუნ სუკ იოლის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, გასულ შაბათს ჩანიშნულ იმპიჩმენტის პირველ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც კვორუმი ვერ შედგა.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ იმპიჩმენტის მოთხოვნის მიზეზი პრეზიდენტის მხრიდან სწორედ საომარი მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნა გახდა, რომელიც საბოლოოდ გაუქმდა.