პრეზიდენტი ენგურის ხიდთან

18:07, 05.01.2019

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიციელები მოინახულა. პრეზიდენტმა შსს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც რუხის საგუშაგოზე უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფენ, შობა-ახალი წელი მიულოცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე მოსახლეობას კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ  გაესაუბრა.

 

მსგავსი