ბრექსიტი - პრემიერის ჩავარდნილი გეგმა

ევროკავშირი ისევ 28 წევრს ითვლის. 2019 წლის 30 მარტს გაერთიანება მინუს ერთი წევრით უნდა შეხვედროდა, თუმცა რეალობა, რომელიც დღეს უნდა შეცვლილიყო, უცვლელია. დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ  პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი და რამდენჯერმე შესწორებული ბრექსიტის გეგმა, უკვე მესამედ ჩააგდო, ისევე როგორც დაბლოკა ევროკავშირიდან გასვლის რვა ალტერნატიული წინადადება.

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა და პარლამენტი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კონსენსუსს ვერ მიაღწევენ, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 12 აპრილს, შეთანხმების გარეშე, ხისტი ბრექსიტის პირობებით დატოვებს.