პრემიერ-მინისტრმა სუს-ის უფროსი წარადგინა
პრემიერ-მინისტრმა გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ უწყების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა გელაძის შსს-ში ნაყოფიერ მუშაობაზე. აქცენტი გაკეთდა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრუნვაზე.
მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და უწყების ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა მამუკა მდინარაძემ, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას დაიკავებს.